გურამ ოდიშარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველიOdisharia

2014 წლიდან გურამ (მირიან) ოდიშარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველია.

2012-2014 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2012 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

2005 წელს იყო კავკასიური არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების „კავკასიური ფორუმის“ კოორდინატორი საქართველოდან. 2002-2003 წლებში იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია “International Alert”–ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნდობის აღდგენა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კავკასიური ფორუმის მონაწილეობით“ საბჭოს თავმჯდომარე. სახალხო დიპლომატიის ფორმატში მას მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ქართულ–აფხაზურ და სამხრეთკავკასიურ შეხვედრაში.

არის მრავალი რომანის, მოთხრობის, პუბლიცისტური წიგნის და სტატიის ავტორი.

1975 წელს დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

 

რელიზი

2014 წლის 19 სექტემბერს, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახლაგაზრდულ ცენტრში „ჰაიარტუნ“ შედგა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, ბატონ გურამ ოდიშარიასთან.

შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას უმცირესობათა და კონფლიქტური რეგიონების მიმართ.

სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეების მონაწილეობის დაბალ დონეზე, ასევე აღნიშნეს სომხების ფაქტიური დისკრიმინაცია სახელმწიფო ორგანოებში სამსახურში აყვანის დროს. ბატონმა გურამმა აღნიშნა, რომ არსებული პრობლემები ერთობლივად უნდა წყდებოდეს, ყოველი მოქალაქის მონაწილეობით.

სათვისტომოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოში სომხური არქიტექტურისა და ეპიგრაფიკის ნიშნების წაშლის პრობლემა, ასევე ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის მხრიდან ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობები. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ საბჭოთა პერიოდში სომეხთა ეპარქიისაგან ჩამორთმეულ ტაძრებს ხელისუფლება არ უბრუნებს სომეხთა ეპარქიას. გარდა ამისა, აღინიშნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც.

ბატონ გურამთან შეხვედრის მსვლელობის დროს ჩამოინგრა ქ. თბილისში მდებარე სურბ მინას სომხური ეკლესიის სახურავი. სათვისტომოს წარმომადგენელთა თხოვნით ბატონი გურამი დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას, რის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ეკლესია და ადგილზე შეისწავლეს მისი მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ ეს ეკლესია ერთ-ერთია იმ სომხური ტაძართაგანი, რომლებიც ჩამოერთვა სომეხთა ეპარქიას საბჭოთა პერიოდში და არ დაბრუნებია ეპარქიას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

ვიდეო

ფოტო

View the embedded image gallery online at:
http://ardzagank.ge/ka/15#sigProGalleria654b5cd77f

Banner Ardzagank Georgian