უილიამ ლაჰიუ

საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი
ნატო-ს სამოკავშირეო ოფიცერი სამხრეთ კავკასიაშიLahue

ვრცლად...

ოლივერ რაისნერი

საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის პროექტების კოორდინატორიReisner

ვრცლად...

ირაკლი ალასანია

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“-ს თავმჯდომარეAlasania

ვრცლად...

ევა პასტრანა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების ადგილობრივი კოორდინატორი და ევროკავშირის საკონტაქტო ოფიცერი ადამიანის უფლებების საკითხებშიPastrana

ვრცლად...

ბექა მინდიაშვილი

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის დირექტორიMindiashvili

ვრცლად...

გიორგი ბარამიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეBaramidze

 

ბატონი გიორგი ბარამიძე არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
1992-2003 წლებში და 2012 წლიდან ბატონი გიორგი პარლამენტის წევრია, სადაც მას სხვადასხვა დროს ეკავა კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გაერთიანებული დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის თანამდებობები. 1995-1999 წლებში იგი იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ვრცლად...

ივლიანე ხაინდრავა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეIvliane

ვრცლად...

ლევან ბერძენიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრიLevanBerdzenishvili

ვრცლად...

ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრიZakaria

არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1998-1999 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2007-2012 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი.

ვრცლად...

ზაზა ვაშაყმაძე

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეZazaa

ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეა.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996-1998 წლებში მოისმინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის სრული კურსი, საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში. 2010 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი თეოლოგიის სპეციალობით, საეკლესიო სამართალი და ისტორია. 2011 წლიდან არის ამავე უნივერისიტეტის დოქტორანტი საერთაშორისო სამართალში.

1996-2013 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2009-2013 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ასწავლიდა რელიგია და სამართალი, საეკლესიო სამართალი, საერთაშორისო სამართალი, მოქალაქეობა და დემოკრატია საგნებს.

ვრცლად...

გურამ ოდიშარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველიOdisharia

2014 წლიდან გურამ (მირიან) ოდიშარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველია.

2012-2014 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2012 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

2005 წელს იყო კავკასიური არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების „კავკასიური ფორუმის“ კოორდინატორი საქართველოდან. 2002-2003 წლებში იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია “International Alert”–ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნდობის აღდგენა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კავკასიური ფორუმის მონაწილეობით“ საბჭოს თავმჯდომარე. სახალხო დიპლომატიის ფორმატში მას მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ქართულ–აფხაზურ და სამხრეთკავკასიურ შეხვედრაში.

არის მრავალი რომანის, მოთხრობის, პუბლიცისტური წიგნის და სტატიის ავტორი.

1975 წელს დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ვრცლად...

პაატა ზაქარეიშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშიZakareishvili

1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია.

ვრცლად...

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი

Ucha

1996 წელს მან დაამთავრა თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, 1999 წელს მან დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართალმცოდნის სპეციალობით, 2005 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.
2010-2012 წლებში იყო ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავჯდომარე, 2007-2012 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი, 2003-2004 წლებში იყო საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის ლექტორი, 2000-2002 წლებში იყო თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ლექტორი, 1996–2007 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში.

ვრცლად...

ნიკა მელია

ქ. თბილისის მერობის კანდიდატი

Melia

ნიკა მელია არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქ. თბილისის მერობის კანდიდატი.
2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალ-მცოდნეობის სპეციალობით. 2006 წელს დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივესრისტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში გამომძიებლად. 2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად. 2007-2008 წლებში მუშაობდა ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მრჩევლად. 2008-2009 წლებში მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში მუშაობდა ამავე ბიუროს უფროსად. 2010 წელს  მუშაობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსად. 2010-2012  წლებში მუშაობდა ამავე ბიუროს თავმჯდომარედ. 2012 წლიდან მუშაობს მთაწმინდის გამგეობაში გამგებლად.

ვრცლად...

დიმიტრი ლორთქიფანიძე

ქ. თბილისის მერობის კანდიდატი

Lortkipanidze

დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ქ. თბილისის მერობის კანდიდატი (ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია). 1992 წ. მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი. 1998 წ. დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომოკური ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1989 წლიდან არის საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი. 1992-1998 წლებში საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის კადრების სამმართველოს ინსპექტორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს შტაბის უფროსი ინსპექტორი.
1999 წ. პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2006 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს გზის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.
2008 წელს წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად (გაერთიანებული ოპოზიცია).

ვრცლად...

დავით ლოსაბერიძე

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

Losaberidze

დავით ლოსაბერიძე არის ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 1992 წელს მან მიიღო ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

მას გააჩნია სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ინტერესის სფეროში შედის ადგილობრივი თვითმმართველობა, ნაციონალიზმის გენეზისის საკითხი და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა.

2003 წლიდან იგი არის ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესთან არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი. 2013 წლიდან თავმჯდომარეობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს.

ვრცლად...

ვლადიმირ შკოლნიკოვი

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში

Shkolnikov

ვლადიმირ შკოლნიკოვი არის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში. 2008-2011 წლებში იგი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე არასამთავრობო სექტორში. 2004-2008 წლებში იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 1995-2004 წლებში იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა მიგრაციისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე მრჩევლის თანამდებობაზე. 1989-1995 წლებში იყო რეზიდენტი მკვლევარ-კონსულტანტი RAND კორპორაციაში, სანტა მონიკა, კალიფორნიის შტატი, აშშ.

1987 წელს ბატონმა შკოლნიკოვმა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. საკრამენტო, მიიღო ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით), შემდეგ მიიღო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. ირვინი, ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი. 1991 წელს მან მიიღო საჯარო პოლიტიკის ანალიზის მაგისტრის ხარისხი RAND პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში, ქ. სანტა მონიკა, კალიფორნია, ხოლო 1995 წელს ბატონმა შკოლნიკოვმა იმავე ინსტიტუტში მიიღო საჯარო პოლიტიკის ანალიზის დოქტორის (Ph.D.) ხარისხი.

ვრცლად...

ჩიორა თაქთაქიშვილი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

chiora

ჩიორა თაქთაქიშვილი არის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და "პარიზი 8" უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრატურა. 2004 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველად. 2004-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის და იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. 2008 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

ვრცლად...

ბენჟამინ რინაკერი

საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერიRinaker

ბენჟამინ რინაკერი არის საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი. 2010 წლის თებერვლიდან იგი მსახურობს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტში, თავიდან, 2010-2012 წლებში ბოგოტაში, კოლუმბიაში აშშ–ს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში, ხოლო 2013 წლის ივნისიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობაზე.

2002 წელს ბენჟამინ რინაკერმა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინს უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლაში, ხოლო 2003 წელს მიიღო პოლიტიკური მეცნიერებების და ესპანური ენის ბაკალავრის ხარისხი Northwestern უნივერსიტეტიდან.

2005-2007 წლებში მუშაობდა სენატორ ბენჟამინ ნელსონის საკანონმდებლო თანაშემწის თანამდებობაზე.

ვრცლად...

გია ნოდია

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

IMGP8307

გია ნოდია არის მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, და ინსტიტუტთან არსებული კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი. 1976 წელს მან დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1982 წელს თსუ-ს მიერ მას მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2008 წლის თებერვალ-დეკემბერში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
გია ნოდიას კვლევის სფეროს პოლიტიკური ფილოსოფიის პრობლემების კვლევა წარმოადგენს, კერძოდ დემოკრატიისა და ნაციონალიზმის დამოკიდებულება თანამედროვე პოსტკომუნისტური გამოცდილების შუქზე და დემოკრატიის პრობლემის სხვა ასპექტებზე.

ვრცლად...

შალვა ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე

1384087 446547778795373 657431888 n

შალვა ნათელაშვილი არის საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

1981 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1989 წელს დაამთავრა სსრკ- საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (მოსკოვი), ხოლო 2004 წელს გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა პროგრამა (ვაშინგტონი).

1981-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორად, გამომძიებელად, უფროს პროკურორად და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად.

1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის ხელმძღვანელი.

ვრცლად...

ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე

1378098 443341925782625 58092166 n

ნინო ბურჯანაძე არის პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე.

1981 წელს მან დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურა.

1995-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, მათ შორის 2001-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს.

2000-2008 წლებში იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.

2001-2008 წლებში იყო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ვრცლად...

დავით ბერძენიშვილი

“ქართული ოცნება-რესპუბლიკელები” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე

bდავით ბერძენიშვილი არის  “ქართული ოცნება - რესპუბლიკელები” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის წევრი.
1990-1992 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, 1996-2000 წლებშო იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი, 2000-2005 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, 2002-2004 წლებში იყო ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, 2006-2007 წლებში იყო საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე, 2005-2009 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი.

ვრცლად...

დავით დარჩიაშვილი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი

dდავით დარჩიაშვილი არის საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრი.
1992-2002 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, 2000-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი, 2004-2008 წლებში იყო ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, 2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ვრცლად...

Banner Ardzagank Georgian