Geneve

საქართველოში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია განხილულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში

2014 წლის 7-14 ივლისს ლევონ ისახანიანმა, ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ეპარქიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სახელით, მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში, ჟენევაში, შვეიცარიაში. კომიტეტის 111-ე სესიაზე განიხილებოდა საქართველოს ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის განხორციელების თაობაზე (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვებგვერდზე). ლევონ ისახანიანმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის და მათი დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ანგარიშში (დააჭირეთ ვიდეოჩანაწერის სანახავად).

ვრცლად...

Nils

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: «ცალსახაა, რომ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი ხასიათდება უსამართლობით რელიგიური უმცირესობების მიმართ»

საბჭოთა პერიოდში რელიგიური უმცირესობებისგან ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პროცესში არსებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღნიშნა, რომ მან განიხილა ეს საკითხი როგორც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხელისუფლებასთან. მან აღნიშნა: «ცალსახაა, რომ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი ხასიათდება უსამართლობით რელიგიური უმცირესობების მიმართ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით და, გარკვეული პროგრესიც იქნა მიღწეული, მაგალითად ბოლო დროს სინაგოგა და ლუთერანული ეკლესია დაუბრუნდა შესაბამის რელიგიურ ორგანიზაციებს. ცალსახაა, ჯერ კიდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ცალსახაა, რომ ბევრი ეკლესია, რომელიც სომხურ ეკლესიას ეკუთვნოდა, ჯერ არ არის დაბრუნებული სომხური ეკლესიისთვის. მე მომახსენეს აგრეთვე, რომ ბევრი ასეთი ნაგებობა კულტურის ძეგლია, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, და ისინი უნდა იყონ დაცული, როგორც სრულიად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ხელისუფლებამ დამარწმუნა, რომ ამ საკითხებს ყურადღება მიექცევა და მე ველი სწრაფ პროგრესს ამ საკითხებში».

ვრცლად...

Ombudsman1

ომბუდსმენი ინფორმირებულია საქართველოს სომხური სათვისტომოს უფლებების დარღვევის შესახებ

2014 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში წარუდგინა.

ვრცლად...

Navi

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი შეშფოთებულია რელიგიური უმცირესობების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო

2014 წლის 18-22 მაისს საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრებს და სხვ. ვიზიტის მიზანს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა. 21 მაისს, სომეხთა ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა - ლევონ ისახანიანმა აცნობა კომისარს, რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სფეროშიარსებული დისკრიმინაციის შესახებ. პასუხად კომისარმა აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობებისადმი შერჩევითი დამოკიდებულებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საკუთარი კონსტიტუციის ანტი დისკრიმინაციულ დებულებებს.

ვრცლად...

Lori Ardzagank

მომლოცველობა ახტალაში, ჰაღპატში, სანაჰინსა და ოძუნში

2014 წლის 4 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მოაწყო მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე შუა საუკუნეების სომხური რელიგიური და ისტორიული ტაძრებისკენ. მომლოცველობაში მონაწილეობდნენ ეთნიკურად სომეხი, ქართველი, რუსი, უკრაინელი და ყაზახი მომლოცველები - სულ ექვსიდან 70 წლის ასაკამდე 130 ადამიანი.

ვრცლად...

IMG 5301

ტრენინგი "ადამიანის უფლებები ჩემი თვალებით"

"საგანმანათლებლო და კულტურული ხიდები" ორგანიზაციამ ექვს საერთაშორისო პარტნიორთან ერთად განახორციელა საერთაშორისო სასწავლო კურსი "ადამიანის უფლებები ჩემი თვალებით", რომელიც ჩატარდა 2014 წლის 3-11 მარტს, სომხეთის დედაქალაქ - ერევანში. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული ორგანიზაციების ლედერებმა და თანამშრომლებმა შვიდი ქვეყნიდან: სომხეთი, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, მოლდოვეთი, ესპანეთი.

ვრცლად...

inauguracia 1

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია

2013 წლის 17 ნოემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

ვრცლად...

სიახლეების გამოწერა

Banner Ardzagank Georgian