inauguracia 1

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია

2013 წლის 17 ნოემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და სტუმრები, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური სათვისტომოების, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არმენ მოვსესიანი, რომლებსაც ახლდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვანეს მანუკიანი.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სახელმწიფოსთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის - ლევონ ისახანიანის თანხლებით.

სიახლეების გამოწერა

Banner Ardzagank Georgian