IMG 5301

ტრენინგი "ადამიანის უფლებები ჩემი თვალებით"

"საგანმანათლებლო და კულტურული ხიდები" ორგანიზაციამ ექვს საერთაშორისო პარტნიორთან ერთად განახორციელა საერთაშორისო სასწავლო კურსი "ადამიანის უფლებები ჩემი თვალებით", რომელიც ჩატარდა 2014 წლის 3-11 მარტს, სომხეთის დედაქალაქ - ერევანში. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული ორგანიზაციების ლედერებმა და თანამშრომლებმა შვიდი ქვეყნიდან: სომხეთი, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, მოლდოვეთი, ესპანეთი.

სასწავლო კურსი ფინანსდებოდა ევროპული კომისიის მიერ "ახალგაზრდობა მოქმედებაში" (Youth in Action) პროექტის ფარგლებში. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებსა და თანამშრომელთათვის, შეხვედროდნენ ერთმანეთს და ერთად ემუშავათ სომხეთში.

პროექტის კოორდინატორმა არფინე კოსტანიანმა საქართველოდან მოიწვია ადამიანის უფლებების ექსპერტი - ლევონ ისახანიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ტრენერი და სპიკერი ტრენინგის დროს. პროექტის განმავლობაში მან გააკეთა პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა კონცეპციაზე, ისტორიასა და მექანიზმებზე, ასევე ადამიანთა უფლებების ინსტიტუტებზე.

პროფესიონალური ტრენერების გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ ანი ლეკღივანი (ERCP ასოციაცია, საფრანგეთი), ნელი გიშიანი (FYCA ტრენერი, სომხეთი), რომელმაც ჩაატარა პრეზენტაცია "სიძულვილის ენის საწინააღმდეგო" მოძრაობის შესახებ და "წიგნიერება და ლიტერატურა ადამიანის უფლებათა სფეროში" და ასტღიკ არუთინიანი (FYCA, ექსპერტი) რომელიც სპეციალიზირდება ფოტოგრაფიასა და ფოტოგრაფიის ეთიკაში ადამიანთა უფლებების სფეროში.

"ადამიანის უფლებები ჩემი თვალებით" სასწავლო კურსის ფარგლებში იყო ორგანიზებული სხვადასხვა ტრენინგი ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებსა და იდეებზე, ადამიანის უფლებების ისტორიის შესახებ და ადამიანის უფლებების ინსტიტუტებში მიმართვის შესახებ. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა არა მხოლოდ ესწავლათ პროფესიონალი ტრენერებისგან, რომლებსაც აქვთ მდიდარი გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში, არამედ აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სხდომებსა და მრგვალ მაგიდებში, რომელთა განმავლობაში ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს. სწავლება დაფუძნებული იყო ინტერკულტურულ კომუნიკაციასა და მონაწილეებს შორის დიალოგზე, რომლის მიზანი იყო არაფორმალური გარემოს შექმნა, თვითგამოხატვის, კომუნიკაციასა და ინტეგრაციისთვის.

ტრენინგის მონაწილეებმა დატოვეს სომხეთი არა მხოლოდ ახალი ცოდნით ადამიანის უფლებების სფეროში, არამედ ბევრი რამ გაიგეს სხვა ქვეყნების კულტურაზე, შეიძინეს ახალი მეგობრები და კონტაქტები შემდგომი თანამშრომლობისთვის ამ სფეროში.

ორგანიზაცია "საგანმანათლებლო და კულტურული ხიდები" დაფუძნდა 2010 წელს. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს არაფორმალური და საქმიანი საგანმანათლებლო ხიდების დაარსება სხვადასხვა ქვეყნებს შორის, არაფორმალური გარემოს შექმნა ინტერკულტურული ურთიერთობებისა და თვითგამოხატვისთვის, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდობის გაერთიანება და სხვა. ორგანიზაცია აწყობს ახალგაზრდათა გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს, სასწავლო სესიებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე ეხმარება მეცნიერულ შეხვედრების ორგანიზებაში, მრგვალი მაგიდების, სემინარების, და ლექციების სხვადასხვა თემებზე.

სიახლეების გამოწერა

Banner Ardzagank Georgian