Lori Ardzagank

მომლოცველობა ახტალაში, ჰაღპატში, სანაჰინსა და ოძუნში

2014 წლის 4 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მოაწყო მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე შუა საუკუნეების სომხური რელიგიური და ისტორიული ტაძრებისკენ. მომლოცველობაში მონაწილეობდნენ ეთნიკურად სომეხი, ქართველი, რუსი, უკრაინელი და ყაზახი მომლოცველები - სულ ექვსიდან 70 წლის ასაკამდე 130 ადამიანი.

მომლოცველებს წარუძღვებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები - მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და დიაკვანი გევორგ ანტონიანი, ეპარქიის განყოფილებათა ხელმძღვანელები ლევონ ისახანიანი, ვალერი ბადალიანი, ისაი აბოვიანი, ინესა სარუხანიანი და გევორგ პოღოსოვი.

მომლოცველობა მიზნად ისახავდა, სულიერ საზრდოსთან ერთად სომხური კულტურული მემკვიდრეობისა და არქიტექტურული ძეგლების გაცნობას. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაღპატის და სანაჰინის სამონასტრო კომპლექსები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მომლოცველობის ვიდეორეპორტაჟი (სომხურად).

მომლოცველობის ფოტოალბომი.

 

სიახლეების გამოწერა

Banner Ardzagank Georgian