Nils

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: «ცალსახაა, რომ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი ხასიათდება უსამართლობით რელიგიური უმცირესობების მიმართ»

საბჭოთა პერიოდში რელიგიური უმცირესობებისგან ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პროცესში არსებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღნიშნა, რომ მან განიხილა ეს საკითხი როგორც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხელისუფლებასთან. მან აღნიშნა: «ცალსახაა, რომ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი ხასიათდება უსამართლობით რელიგიური უმცირესობების მიმართ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით და, გარკვეული პროგრესიც იქნა მიღწეული, მაგალითად ბოლო დროს სინაგოგა და ლუთერანული ეკლესია დაუბრუნდა შესაბამის რელიგიურ ორგანიზაციებს. ცალსახაა, ჯერ კიდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ცალსახაა, რომ ბევრი ეკლესია, რომელიც სომხურ ეკლესიას ეკუთვნოდა, ჯერ არ არის დაბრუნებული სომხური ეკლესიისთვის. მე მომახსენეს აგრეთვე, რომ ბევრი ასეთი ნაგებობა კულტურის ძეგლია, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, და ისინი უნდა იყონ დაცული, როგორც სრულიად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ხელისუფლებამ დამარწმუნა, რომ ამ საკითხებს ყურადღება მიექცევა და მე ველი სწრაფ პროგრესს ამ საკითხებში».

 

სიახლეების გამოწერა

Banner Ardzagank Georgian